ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები ახალ წელს კაპიტოლიუმზე შეხვდნენ


အထက္လႊတ္ေတာ္ အမတ္အနည္းစုေခါင္းေဆာင္ Mitch McConnell

სენატორები ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ შეუჩერებელ მოლაპარაკებას

ამერიკის სენატორები ახალ წელს კაპიტოლიუმზე შეხვდნენ და დღეს დილით, გამთენიისას კანონპროექტს უყარეს კენჭი, რომლის მიზანიც გადასახადების მნიშვნელოვანი მომატებისა და ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცების თავიდან აცილებაა. სენატორები ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ შეუჩერებელ მოლაპარაკებას და კანონპროექტის საბოლოო ვერსია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მიღწეული ოპტიმალური კომპრომისია. კანონპროექტს 100დან 89 სენატორმა მხარი დაუჭირა და 8-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. კონგრესმენები სავარაუდოდ ნაშუადღევს შეიკრიბებიან.
ახალი გეგმის თანახმად გადასახადები გაეზრდებათ მხოლდ იმ ადამიანებს, ვისი წლიური შემოსავალიც 400 ათას დოლარს აღემატება წელიწადში და იმ წყვილებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი 450 ათაზე მაღალია. ეს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის პირველი მომატების შემთხვევაა.
XS
SM
MD
LG