ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ფისკალური დრამა გრძელდება


სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი
სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი

დემოკრატები და რესპუბლიკელები საგადასახადო განაკვეთზე ვერ თანხმდებიან. ობამას იმ ამერიკელებისთვის სურს ბეგარის გაზრდა, ვისაც წელიწადში 250 ათას დოლარზე მაღალი შემოსავალი აქვს.

კონგრესში ფისკალურ უფსკრულთან დაკავშირებული დრამა გრძელდება. კანონმდებლებმა კვირას მოლაპარაკება ვერ შეძლეს. პროცესი ოშაბათს განახლდება. თუ 1 იანვრამდე კონგრესში გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ფისკალური დაპირისპირება არ გადაჭრეს, თითოეულ ამერიკელს საშემოსავლო გადასახადი გაეზრდება და დაიწყება ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცები.

რამდენიმე სხვა თემასთან ერთად, დემოკრატები და რესპუბლიკელები საგადასახადო განაკვეთზე ვერ თანხმდებიან. პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმ ამერიკელებისთვის სურს ბეგარის გაზრდა, ვისაც წელიწადში 250 ათას დოლარზე მაღალი შემოსავალი აქვს და ამჟამად გაცილებით დაბალი საგადასახადო განაკვეთით სარგებლობს, ვიდრე ისინი, ვისაც საშუალო ან დაბალი შემოსავალი აქვს. რესპუბლიკელები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და საშემოსავლო ზღვარის გავლებას 1 მილიონ დოლარზე ითხოვენ.
XS
SM
MD
LG