ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფისკალური უფსკრულის" თავიდან აცილების პერსპექტივა


ორივე პარტიის ლიდერები შეეცდებიან გამონახონ გზები, 1 იანვარს ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცების დაწყების თავიდან ასაცილებლად.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამას განცხადებით, მას გაუჩნდა მცირედი ოპტიმიზმი იმისა, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, რომელიც ქვეყანას "ფისკალურ უფსკრულს" ააცილებს თავიდან. ეს განცხადება ობამამ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი და უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელი, შეეცდებიან გამონახონ გზები, რათა 600 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადის ზრდა და ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცები აიცილონ თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალაში მომავალი სამშაბათიდან შევა.
XS
SM
MD
LG