ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი შვედეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ამერიკისთვის ევროპული ეკონომიკის გაჯანსაღება აუცილებელია. მისი თქმით, ამერიკული ეკონომიკის სიჯანსაღე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაუმკლავდება ევროპა ფინანსურ კრიზისს.

„ბოლო წლებში ეკონომიკური პრობლემის დასაძლევად, ევროპამ კიდევ ერთხელ უნდა იმოქმედოს სწრაფად და ძლიერად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცვლილებებს, რათა გაუმჯობესდეს ევროპული კონკურენტუნარიანობა,“ - განაცხადა კლინტონმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროზონის 17 ქვეყანას დაეხმაროს.

თავის მხრივ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდმა აღნიშნა:

„ამავდროულად, ჩვენ ვსაუბრობთ ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში შექმნილ რთულ ვითარებაზე. ჩემთვის, ეს პრობლემა უკავშირდება ევროპის ნაწილში შექმნილ საბიუჯეტო კრიზისს, რაც, თავის მხრივ, ღარიბი საჯარო ფინანსების შედეგია და, ასევე, კონკურენტუნარიანობის პრობლემაა.“

XS
SM
MD
LG