ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი გადადგა


ნობელის პრემიის ლაურეატმა გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ობამას გადაუგზავნა

მწვავე კრიტიკის ფონზე თანამდებობიდან აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი სტივენ ჩუ გადადგა. ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ობამას გადაუგზავნა. რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან სტივენ ჩუს კრიტიკა უკავშირდება მზის პანელების მწარმოებელ კომპანია-სოლინდრას, რომელიც გაკოტრდა სახელმწიფოსგან ფედერალური კრედიტის სახით 500 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ.
ობამას ადმინისტრაციისთვის მომხდარი ფაქტი საკმაოდ სასირცხვილო იყო იმდენად, რამდენადაც კომპანია "მწვანე ტექნოლოგიის" და სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ მათთვის სამაგალითო იყო.
XS
SM
MD
LG