ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იქნება ძალთა ბალანსი სენატში


აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი უკვე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ოპონენტის გამარჯვებას კვლავ არ აღიარებს. ამ ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც ვაშინგტონში განიხილავენ, სენატში ორ პარტიას შორის ძალთა ბალანსია. ვინ შეძლებს სენატში უმრავლესობის მოპოვებას, ჯორჯიაში დაგეგმილი განმეორებითი არჩევნები გადაწყვეტს.

3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში, სენატში ჯორჯიის წარმომადგენელების ვინაობა ვერ გამოვლინდა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა, ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო. ამიტომ, ჯორჯიაში მეორე ტური იანვარში გაიმართება.

ჯორჯიის შტატში, სენატის ორი მანდატის ბედი წყდება.

როგორი იქნება ძალთა ბალანსი სენატში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00

დემოკრატებს - რაფაელ ვორნოქსა და ჯონ ოსოფს, სენატში ადგილების დასაკავებლად, რესპუბლიკელი კელი ლოეფლერისა და დევიდ პერდიუს დამარცხება მოუწევთ.

სენატორობის დემოკრატი კანდიდატი ამბობს, რომ რესპუბლიკელ ოპონენტებს, მარტივად გამარჯვების იმედი ჰქონდათ.

“ამ რესპუბლიკელ სენატორებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ იოლად მიაღწევდნენ კიდევ ერთ გამარჯვებას” - აცხადებს ჯონ ოსოფი.

ამ ეტაპისთვის, მომდევნო სენატში რესპუბლიკელებს 50 მანდატი აქვთ. დემოკრატებმა 46 მანდატი მოიპოვეს, ამ პალატაში ორი დამოუკიდებელი სენატორია, რომლებიც ოფიციალურად არც ერთ პარტიას არ წარმოადგენენ, თუმცა დემოკრატებს უჭერენ მხარს.

ქეისი ბურგატი, ანალიტიკოსი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, განიხილავს სცენარს, რა მოხდება იმ შემტხვევაში, თუ მანდატების რაოდენობა ორ პარტიას შორის თანაბრად განაწილდება.

„ორი რიგგარეშე არჩევნები ჯორჯიაში ნიშნავს, რომ თუ დემოკრატები ორივე დარჩენილ მანდატს მოიგებენ, ძალთა ბალანსი 50/50-ზე იქნება. კონსტიტუციის მიხედვით, ამ შემთხვევაში სენატში გადამწყვეტი სიტყვა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის" - ამბობს ბურგატი.

ეს ნიშნავს, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ხმა, არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ახლა ერთადერთი იმედია იმისთვის, რომ საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგი გაატაროს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დემოკრატები ჯორჯიის შტატში ორივე მანდატს მოიპოვებენ.

მოვლენების ამ შესაძლებლობით განვითარების შესახებ, არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ "ასე ბევრად უკეთესი იქნება."

„ცხადია, ბევრად უკეთესი იქნება, თუ ასე მოხდება. რაც ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე უკვე არის" - აცხადებს ბაიდენი.

მაგრამ, თუ ორიდან ერთ მანდატს რესპუბლიკელები მოიგებენ, ეს ბაიდენისთვის, პრეზიდენტობის განმავლობაში, მნიშვნელოვნი დაბრკოლება იქნება.

„სენატი, რესპუბლიკელების კონტროლის შემთხვევაში, განსაკუთრებით მიტჩ მაკკონელის ხელმძღვანელობის პირობებში, ხელს შეუშლის [ბაიდენის] ამბიციებს, გაატაროს დასახული პროგრესული პოლიტიკა. სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ, ზოგადად, ნაკლები კანონწარმოება იქნება და დანამდვილებით არა იმგვარად პროგრესული, როგორიც ბაიდენს სურდა" - აცხადებს ანალიტიკოსი, ქეისი ბურგატი.

ტრადიციულად, ჯორჯია რესპუბიკურ შტატად აღიქმება, თუმცა ეს იცვლება.

ოსოფი და ვორნოკი, ორივენი შტატის დემოგრაფიულ ცვლილებას ასახავენ - ისინი ახალგაზრდები არიან. ამ ფონზე, რესპუბლიკელი ლოეფლერი და პერდუე, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერთა ხმების მიღებას შეეცდებიან.

განმეორებითი არჩევნებისთვის, ნაადრევი ხმის მიცემა ჯორჯიაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება, თავად აჩევნები კი 2021 წლის ხუთი იანვარსაა ჩანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG