ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას მომავალ არჩევნებზე რუსეთის ჩარევის მცდელობა აშფოთებს


ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი ლიდერები თეთრ სახლში შეიკრიბნენ. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე მათ შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ რუსეთი და პოტენციურად სხვებიც, მომავალ ამერიკულ შუალედურ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.

საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის მიტინგზე მივიდა. მისი გამოსვლა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მას არ სურდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ მკაცრი განცხადებები გაეკეთებინა. არჩევნებში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებების რაოდენობა კი მატულობს.

ტრამპმა მედიას ყალბი ახალი ამბების წერაში ბრალი კიდევ ერთხელ დასდო და ამერიკის არჩევნებში რუსული ჩარევის შესახებ ცნობებს „სიყალბე“ უწოდა. პრეზიდენტის მიერ მიტინგზე გამოთქმული კომენტარები, ეროვნული უსაფრთხოების ლიდერების მიერ იმავე დღეს გაკეთებულ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა თქვა: „პრეზიდენტმა ტრამპმა კონკრეტულად მიგვითითა, რომ არჩევნებში ჩარევის საქმე და საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ“. შემდეგ კი დასძინა: „რუსეთი არა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენს საშინაო პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოხდენით არის დაინტერესებული“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG