ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც პირველი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატია, ხმის მიცემის დროს განაცხადა: „ვიცი რამდენად დიდ პასუხისმგებლობა ახლავს თან ამას, რამდენი ადამიანი ამყარებს იმედებს არჩევნების შედეგებზე და რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ დღეს გამარჯვება მოვიპოვე, ძალ-ღონეს არ დავზოგავ.“
მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი საარჩევნო უბანზე მეუღლე მილანიასთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას მან თქვა, რომ ეს მისთვის „დიდი პატივია, უდიდესი პატივია.“
ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი 20 იანვარს დაიკავებს პოსტს და ის ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტად ორი ვადით მსახურობდა.
"პიუს კვლევითი ცენტრი" ბოლო წლებში აშშ-ში პოლარიზაციის ერთერთ ფაქტორად პარტიული ანტიპატიის გაორმაგებას ხედავს #არჩევნები2016
— Anna Kalandadze (@annavoa) 8.11.2016