00:10
9.11.2016
პირველი საარჩევნო უბნების დახურვამდე 5 საათზე ნაკლები რჩება #არჩევნები2016
— Ia Meurmishvili (@iameurmishvili) 8.11.2016
00:25
9.11.2016
46-მა მილიონმა ამერიკელმა 8 ნოემბრამდე ადრეული არჩევნებისას დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და პრეზიდენტი აირჩია #არჩევნები2016
— Anna Kalandadze (@annavoa) 8.11.2016
01:02
9.11.2016
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეგზიტ-პოლის შედეგების გამოქვეყნებამდე 1 საათი რჩება #არჩევნები2016
— Anna Kalandadze (@annavoa) 8.11.2016
01:05
9.11.2016
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არჩევნები გაყალბებულია. გუშინ გვიან ღამით ტრამპის კამპანიამ ნევადაში საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო, რომ მათ შტატში ხმის მიცემის კანონი დაარღვიეს და ხალხს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც მისცეს ხმის მიცემის უფლება. ამ ბრალდებით ტრამპის კამპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.