22:08
8.11.2016
ამერიკელი ამომრჩევლები მოლოდინებსა და არჩევანზე საუბრობენ. ფეისბუქ ლაივი კაპიტოლიუმის ბორცვიდან.
21:38
8.11.2016
დაახლოებით 46-მა მილიონმა ამერიკელმა კანდიდატებს კენჭი წინასწარ უყარა. ქვეყნის მასშტაბით, დღეს საარჩევნო უბნებზე, სავარაუდოდ, 100 მილიონი ამომრჩეველი მივა. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიკეტება და პირველი შედეგების გამოცხადება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაიწყება.
21:27
8.11.2016
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა რიგითი ამომრჩევლები, არამედ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს. კოლეგიაში სულ 538 ხმაა. არჩევნებში გასამარჯვებლად კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოაგროვოს.
21:04
8.11.2016
ამერიკის არჩევნები რიცხვებში #არჩევნები2016 https://t.co/DGHkhwBZLx
— Ia Meurmishvili (@iameurmishvili) 8.11.2016