დონალდ ტრამპი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
მაშინ როდესაც, ამერიკელი ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის, კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს არანაირი განზრახვა ამერიკის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. „ამერიკელებს ჩვენს გარეშე ბევრი პრობლემები აქვთ“, - განაცხადა პესკოვმა.
თუმცა არჩევნებს წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან ჰაკერული შეტევა დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და Wikileak-ის მიერ კლინტონის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნება, რომელიც ამერიკის დაზვერვის თქმით, რუსული საიდუმლო სერვერებიდან განხორციელდა.
საბოლოო გამოსვლაში, მიჩინაგის შტატში, დონალდ ტრამპმა თავის ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვებით ქვეყანაში „რეალური ცვლილებები“ გატარდება. „პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ჰილარი კლინტონის თავიდან მოცილებაა. ეს კარგი პირველი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა მან.
ჩრდილოეთ კაროლინაში თავის საბოლოო გამოსვლაში კლინტონმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის იქნება არა მარტო მათი პრეზიდენტი, ვინც მას მისცემს ხმას, არამედ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც მათ მის ოპონენზე შეეჩერებინათ არჩევნები. „ამერიკაში ჩვენ ხიდებს ვაშენებთ და არა კედლებს“, - განაცხადა მან.