ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო ეკონომიკური მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა სამი წლის განმავლობაში ყველაზე ნელი ტემპით იზრდება.

მთავრობის მიერ გაკეთებული ახალი შეფასების თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მთლიანი ეროვნული პროდუქტი (ზოგადი მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში წარმოებულ ყველა პროდუქტის და მომსახურების საზომია), არასახარბიელო, წლიური 0.7 პროცენტით გაიზარდა.

ეს, 2014 წლიდან ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. სამომხმარებლო აქტიურობა არ შეცვლილა და ბიზნესის მატერიალურ-საწარმოო მარაგის მოცულობა მცირე დარჩა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რომელიც თეთრი სახლის დაკავების პირველივე დღიდან ეკონომიკის ზრდას წინასწარმეტყველებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG