ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საკრედიტო მაჩვენებელი ერთი საფეხურით დაეცა


აშშ-ს საკრედიტო მაჩვენებელი ერთი საფეხურით დაეცა
აშშ-ს საკრედიტო მაჩვენებელი ერთი საფეხურით დაეცა

კრედიტ-რეიტინგის სააგენტომ „Standard & Poor” შეერთებული შტატების საკრედიტო მაჩვენებელი ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა. ამერიკის ისტორიაში პირველად 1917 წლის შემდეგ ქვეყანას უმაღლესი საკრედიტო მაჩვენებელი აღარ ექნება.

სარეიტინგო სააგენტომ გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებით ახსნა: ბიუჯეტის შემცირების გეგმა, რომელიც კონგრესმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, არ არის საკმარისი ქვეყნის საგარეო ვალის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი -ჯონ ბეინერი- ქვეყნის ფინანსური რეპუტაციის შელახვას დემოკრატების მიერ რთული გადაწყვეტილებების მიღების უუნარობას აბრალებს. დემოკრატთა ლიდერი, ჰარი რიდი, რესპუბლიკელებს და მათ მიერ მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდაზე უარის თქმას ასახელებს მთავარ მიზეზად.

ამერიკის ხაზინის წარმომადგენლები კი გადაწყვეტილებას არასწორად თვლიან და მიაჩნიათ, რომ ანგარიშის შედგენისას სარეიტინგო სააგენტომ შეცდომა დაუშვა და იქ ყველაზე ცოტა 2 ტრილიონი დოლარის დანაკლისია.

XS
SM
MD
LG