ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უმუშევრობის დონემ იკლო


აშშ-ში უმუშევრობის დონემ იკლო
აშშ-ში უმუშევრობის დონემ იკლო

ამერიკაში უმუშევრობის დონემ 2009 წლის ბოლო თვეში საგრძნობლად იკლო და ცხრა მთელ ოთხ მეათედ პროცენტზე დაფიქსირდა.

ამ ინფორმაციას დღეს აქვეყნებს ამერიკის შრომის სამინისტრო. ანგარიშის თანახმად დეკემბერში ქვეყანაში ასსამი ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წინ უსწრებს 2010 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. თუმცა ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც იმაზე ნაკლებია ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ამერიკაში რვა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.

შრომის დეპარტამენტის ბოლო ანგარიში აღიქმება როგორც ამერიკის უმძიმესი ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის სიგნალი. თუმცა გაჯანსაღება აქ ბევრის აზრით, ნელი ტემპით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG