ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე


მიწისძვრა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე

გეოლოგები მიიჩნევენ, რომ 5.8 ბალიანი მიწისძვრა, რომელიც სამშაბათს ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, უდიდესია უკანასკნელი 70 წლის მანძილზე.

მიწისძვრის ეპიცენტრი ვირჯინიის ქალაქ მინერალში იყო, თუმცა ბიძგებს იმდენად დიდი რადიუსი ჰქონდათ, რომ რყევა კანადის ქალაქ ოტავაშიც კი იგრძნეს.

მასობრივი ევაკუაცია მოხდა ამერიკის დედაქალაქში, რომელიც ეპიცენტრიდან 144 კილომეტრში მდებარეობს. სამთავრობო სამსახურები, ბიზნესები და ტურისტული ცენტრები დეტალური ინსპექციისთვის რამდენიმე საათით დაიხურა. ვაშინგრტონის 170-მეტრიან მონუმენტს რამდენიმე ბზარი გაუჩნდა. დაზიანებულია დედაქალაქის ეროვნული საკათედრო ტაძარიც. სერიოზულ ზარალს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სპეციალისტები მოსახლეობას მოსალოდნელი მცირე ზომის განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებენ.

XS
SM
MD
LG