ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეალურია თუ არა მიწისძვრების პროგნოზირება აშშ-ში?


რეალურია თუ არა მიწისძვრების პროგნოზირება აშშ-ში?

აგვისტოში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარმა 5.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ, ჩვეულებრივი მოაქალაქეების გარდა, თავად გეოლოგებიც გააოცა.

უკვე ორასი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დიდი მიწისძვრა ახალი მადრიდის სეისმურ ზონაში მოხდა, რომელმაც ასევე ამერიკის ცენტრალური ნაწილის შტატებიც - ილინოისი, მისური, კენტუკი, არკანზასი და ტენესი მოიცვა. იმ დღიდან მოყოლებული, რეგიონში მცირე ბიძგები კვლავ შეინიშნება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შემდგომი მიწისძვრის დრო და თარიღი.

1811-დან 1812 წლებში მომხდარი ახალი მადრიდის მიწისძვრა ლეგენდის მსგავსია. იგი იმდენად მძლავრი იყო რომ, მისისიპის მდინარის უკუქცევა გამოიწვია.

კალიფორნიის გეოლოგიური კვლევის ცენტრის წარმომადგენელის სუზან ჰაუს გამოანგარიშებით, ამ მიწისძვრის ანალოგი 2010 წელს ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრა იყო, რომელმაც 7.7 ბალს მიაღწია.

პრობლემის არსი კი იმაში მგომარეობს, რომ მეცნიერებს არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მიწისძვრის სიმძლავრე და მოახლოების ზუსტი დრო.

„Northwestern Univeristy“ -ის გეოფიზიკოსი სეთ სტეინი ერთ-ერთი მათგანია რომელიც ახალ მადრიდში მძლავრი მიწისძვრის განმეორებას გამორიცხავს. იგი, თავის სხვა კოლეგებთან ერთდა ჯიპიესის სისტემას იყენებს, რომლითაც დედამიწის ქანების გადადგილებას ზომავს.

„მიწისძვრის მოხდენამდე დედამიწის ქანები დეფორმაციას განიცდიან - წელვადის მსგავსი ხდებიან, და სწორედ ამით ხვდები რომ შესაძლებელია მიწისძვრა მოხდეს,-“ ამბობს გეოფიზიკოსი.

სტეინის თქმით, არ შეიძლება მიწისძვრის მოახლოება მხოლოდ წარსულში მომხდარი ფაქტების გამო ვივარაუდოთ. ამ მოსაზრებას ზოგიერთი გეოლოგი უარყოფს. რობერტ ვილიამსი ამერიკის გეოლოგთა ცენტრიდან მიიჩნევს რომ წარსულის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ექსპერტების ვარაუდით, თუკი ამ რეგიონში მიწისძვრა კვლავ განმეორდება, ისინი უკვე წარსულისგან განსხვავებით მზადყოფნაში იქნებიან, რაც დიდი ზარალისა და მსხვერპლის თავიდან აცილების შესაძლებლობას მისცემს მათ.

XS
SM
MD
LG