ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება თეირანისადმი გზავნილია


შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდსა და ბომბდამშენების სპეციალურ ჯგუფს გზავნის. ამის მიზეზი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებით, ირანის „შემაშფოთებელი“ ქმედებებია. ბოლტონმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მიზანი ირანის რეჟიმისთვის „ნათელი და უტყუარი მესიჯის გაგზავნაა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ინტერესებზე თავდასხმა უკომპრომისო ძალით იქნება ნაპასუხები“.
“შეერთებულ შტატებს ირანის რეჟიმთან ომი არ სურს, თუმცა ჩვენ სრულებით მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ თავდასხმას, იქნება ეს არაპირდაპირი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს, თუ ირანის რეგულარული შენაერთების მხრიდან“, - თქვა ბოლტონმა.
ტრამპის ადმინისტრაციას არ გაუსაჯაროები დამატებითი დეტალები შესაძლო საფრთხეებზე. ამერიკულ ავიამზიდთან „აბრაჰამ ლინკოლნთან“ ერთად, შეერთებული შტატების სპეციალური რაზმი საჰაერო გამანადგურებლებს, ვერტმფრენებს, და 6000 ამერიკელ სამხედროს მოიცავს. მათ ამერიკის პორტი აპრილის დასაწყისში დატოვეს.

სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავს, თუ რამ განაპირობა ვაშინგტონის გადაწვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწვეტილება დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდა.
ბოლტონის განცხადებაზე ირანის მხარეს პასუხი ჯერ არ გაუცია.

ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის“ განხორციელებას, რათა თეირანმა შეწყვიტოს, ვაშინგტონის თქმით, მავნე ქმედებები ახლო აღმოსაველთში, მათ შორის ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ, ირანის გუშაგთა საბჭო შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვაშინგტონმა მეორე ქვეყნის სამხედრო უწყებას მსგავსი განსაზღვრება მიაკუთნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG