ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის განცხადება


გუშინ თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ჯორჯ ლითლის განცხადებით, თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას გუშინ შეხვდა. ჰეიგელმა ხაზი გაუსვა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში თანამშრომლობის როლს და მინისტრს ქართველი ჯარისკაცების და მათ ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში მონაწილეობა კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
ჩაკ ჰეიგელი მიესალმა საქართველოს მცდელობას ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა გამოხატა. თავდაცვის მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიული მონაპოვარის კონსოლიდაციის მიზნით უახლოესი არჩევნების სამართლიანობის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG