ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ფულის კუპიურაზე ცნობილი ქალი გამოისახება


ამერიკულ ათდოლარიანზე ქალის გამოსახულება გაჩნდება. ის ალექსანდრე ჰამილტონს შეცვლის, ქვეყნის პირველ ხაზინის მდივანს, რომლის ბიუსტიც ათდოლარიანზე გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იყო დაბეჭდილი.

გადაწყვეტილება იმ საკონსტიტუციო ცვლილების 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომლის საფუძველზეც ამერიკელ ქალებს არჩევნებზე ხმის უფლება მიენიჭათ. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების ხაზინის ამჟამინდელმა მდივანმა ჯეკ ლიუმ გააკეთა. მისი თქმით, სოციალურ მედიაში ფართო კამპანია დაიწყება, რომელიც გამოავლენს იმ ქალის ვინაობას, რომლის პორტრეტიც ახალ ათდოლარიანზე დაიბეჭდება. ქალის პორტრეტი ამერიკული ფულის ერთეულზე 1896 წლის შემდეგ არ ყოფილა, როცა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მეუღლის მარტა ვაშინგტონის პორტრეტი ერთდოლარიან ვერცხლის კუპიურაზე ჩანდა.

XS
SM
MD
LG