ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების კონგრესმენი ელია კამინგსი გარდაიცვალა


შეერთებული შტატების კონგრესმენი ელია კამინგსი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების საკვანძო ფიგურა იყო.

მისი ოფისის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატი კანონმდებელი “ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი პრობლემების გართულების შედეგად” გარდაიცვალა.

სექტემბრის ბოლოს მან გაზეთ “ბალტიმორ სანს” უთხრა, რომ სამედიცინო პროცედურის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა და ამ კვირაში, კონგრესის განახლებული სესიისთვის, ვაშინგტონში ყოფნას გეგმავდა.

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორის მკვიდრი, წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო და მთავრობის რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარე იყო-ერთ-ერთი საკვანძო კომიტეტის, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას ატარებდა.

გასულ ზაფხულში, პრეზიდენტმა ტრამპმა, ბალტიმორში კამინგსის საარჩევნო ოლქის ზოგიერთი ნაწილი დაახასიათა, როგორც “საზიზღარი, ვირთხებით და მღრღნელებით სავსე ნაგავი”. თუმცა ხუთშაბათ დილით, კამინგსის გარდაცვალებას ბევრად უფრო რბილად გამოეხმაურა. ტრამპმა დაწერა: “ჩემი უთბილესი სამძიმარი ელია კამინგსის ოჯახს და მის ბევრ მეგობარს. მე ამ დიდად პატივცემული პოლიტიკოსის ძალა, ენთუზიაზმი და სიბრძნე უშუალოდ ვნახე. მისი შრომის და ხმის ამდენ ფრონტზე ჩანაცვლება ძალიან ძნელი იქნება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG