ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდერი როს პერო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა


ბილ კლინტონი, როს პერო და ჯორჯ ბუში საპრეზიდენტო დებატებზე, 1992 წელი.
ბილ კლინტონი, როს პერო და ჯორჯ ბუში საპრეზიდენტო დებატებზე, 1992 წელი.

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მილიარდერი როს პერო. კომპიუტერული ტექნოლოგიების ტეხასელ მაგნატს წლის დასაწყისში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

როს პერომ, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ორჯერ სცადა ბედი. მისი საარჩევნო პროგრამა ბიუჯეტის დაბალანსებას და უცხოეთში სამუშაო ადგილების გაგზავნისთვის ხელის შეშლას ითვალისწინებდა.

არჩევნებზე როს პერომ ყველაზე დიდ წარმატებას 1992 წელს მიაღწია, როცა ხმების თითქმის 19% აიღო. იმ წელს არჩევნები დემოკრატთა ნომინანტმა ბილ კლინტონმა მოიგო. კლინტონის მთავარი მოწინააღმდეგე კი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი) იყო. მოგვიანებით, 1996 წელს როს პერომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ სცადა ბედი, მას შემდეგ, რაც რეფორმატორული პარტია დააფუძნა, თუმცა წარუმატებლად.

როს პერო კომპიუტერული მონაცემების ინდუსტრიის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. დეპრესიის ხანაში გაზრდილმა ახალგაზრდა კაცმა საკუთრი კომპანია 1962 წელს დააარსა და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპიუტერული სერვისების გიგანტურ კომპანიას "ელექტრონულ მონაცემთა სისტემების კორპორაცია" ჰქვია (Electronic Data Systems Corp).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG