ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კორპორაციების პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებს


ათწლეულების მანძილზე ამერიკის მთავრობას კორპორაციებისა და პროფკავშირებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაზე დახარჯულ თანხაზე ლიმიტი ჰქონდა დაწესებული. ახლა ეს ლიმიტი აღარ არსებობს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბრაკ ობამამ რესპუბლიკელებს მოუწოდა შეწყვიტონ იმ კანონპროექტისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ამერიკის არჩევნებში კორპორაციებისა და უცხოური კომპანიების გავლენას შეამცირებს.

ყოველკვირეულ ინტერნეტ მიმართვაში ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ამა წლის იანვარში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კორპორაციებს და უცხოურ კომპანიებს ნებას რთავს შეუზღუდავი რაოდენობის თანხა დახარჯონ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ოპონენტის საწინააღმდეგო სარეკლამო რგოლების დაფინანსებისას, არ მოეთხოვებათ დაასახელონ თუ ვინ დგას ამ რეკლამების უკან.

დემოკრატები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალი კანონპროექტით ცდილობენ, რესპუბლიკელები კი მისი კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

XS
SM
MD
LG