ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას განსაზღვრავს ამერიკის კონსტიტუციის პირველი მუხლი?


ამერიკის კონსტიტუცია
ამერიკის კონსტიტუცია

ამერიკის კონსტიტუციის პირველი მუხლი კონგრესისთვის, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთვის, მინიჭებულ ძალაუფლებას განსაზღვრას. კონგრესი ორი სათათბირო ორგანოსგან შედგება. წარმომადგენელთა პალატისგან და სენატისგან. წარმომადგენელთა პალატა ამერიკელ ხალხს, ხოლო სენატი 50 შტატს წარმოადგენს.

პირველი მუხლი ამ ორი ორგანოს წევრების არჩევას და კვალიფიკაციას განსაზღვრავს. წარმომადგენელი ან როგორც მათ ასევე უწოდებენ „კონგრესმენი ან კონგრესვუმენი“, სულ მცირე 25 წლის უნდა იყოს, შვიდი წელი უნდა იყოს ამერიკის მოქალაქე და ცხოვრობდეს იმ შტატში, რომელსაც ის წარმოადგენს. ხოლო სენატორად შესაძლოა აირჩეს პირი, რომელიც 30 წლისაა, ამერიკის მოქალაქეა 9 წლის მანძილზე და ცხოვრობს იმ შტატში, რომელსაც ის წარმოადგენს.

ამერიკის კონსტიტუციის მერვე მუხლი განსაზღვრავს იმ ძალაუფლებას, რომელიც საკანონდებლო ორგანოს აქვს მინიჭებული. კონგრესს აქვს უფლება განსაზღვროს და აკრიფოს გადასახადი, აიღოს სესხი, დაფაროს ვალი და მიიღოს ზომები ქვეყნის საერთო თავდაცვის და ზოგადი კეთილდღეობისთვის. კონგრესს აქვს უფლება მოაწესრიგოს ვაჭრობა, გაკოტრების საკითხები და მოჭრას ფული. მას აქვს უფლება აკონტროლოს ამერიკის შეიარაღებული ძალები და შტატების შეიარაღებული ძალები, ჩაახშოს ამბოხი და უპასუხოს თავდასხმას. მას აქვს უფლება მოაწესრიგოს იმიგრაციის და ნატურალიზაციის საკითხები, განსაზღვროს საზომი ერთეულები, დაარეგულიროს საფოსტო ოფისების, გზების და პატენტების საკითხები.

საერთაშორისო დონეზე, კონგრესს აქვს ომის გამოცხადების და ომის კანონების დადგენის უფლება. პირველი მუხლის მეცხრე თავი კონგრესის უფლებების რვა შეზღუდვას მოიცავს.

პირველი თავის ბოლო ნაწილი, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო ნაწილის სახელით მოიხსენიება, აძლევს კონგრესს უფლებას მიიღოს ის კანონები, რაც მისი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისთვისაა საჭირო.

ალექსანდრე ჰამილტონი, რომელმაც ამერიკის კონსტიტუციის მიღებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, წერდა: „ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტკიცე კავშირი, რომლის სათავეში ქმედითი ხელისუფლება იქნება, არაერთ ევროპულ სახელმწიფოს აღუძრავს დაუოკებელ შურს. ისინი ძალ - ღონეს არ დაიშურებენ, რათა სხვადასხვა მეთოდებით დაამხონ იგი და იშვიათად, რომ მათ ხელიდან გაუშვან ქვეყნის შიგნით ძირგამომთხრელი საქმიანობის მხარდაჭერის შანსი.” ის ამბობდა, რომ „კავშირის შენარჩუნების საქმე მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა მივანდოთ, რომელთა უპირველესი ინტერესი, სწორედ დაკისრებული მოვლეობის პირნათლად და გულმოდგინედ აღსრულებაა.“

ეს იყო ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, სადაც გამოხატული იყო აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG