ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყურადღება ჯორჯიის არჩევნებისკენაა მიპყრობილი


მარცხნიდან: რესპუბლიკელი კარენ ჰენდელი და დემოკრატი ჯონ ოსოფი.
მარცხნიდან: რესპუბლიკელი კარენ ჰენდელი და დემოკრატი ჯონ ოსოფი.

ახლა, როცა ამერიკას პრეზიდენტიც რესპუბლიკელი ჰყავს და კონგრესის ორივე პალატასაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, პოლიტიკური ბირთვის ყურადღება ჯორჯიის შტატისკენაა მიპყრობილი. სამხრეთის შტატში მიმდინარე საგანგებო არჩევნებზე დღეს ახალ კონგრესმენს ირჩევენ.

ჯორჯიაში ერთმანეთს 30 წლის დემოკრატი, ჯონ ოსოფი და 55 წლის რესპუბლიკელი, კარენ ჰენდელი დაუპირისპირდნენ. გამოკითხვები ადასტურებენ, რომ არჩევნების წინ ისინი თითქმის ერთნაირი პოპულარობით სარგებლობდნენ. გამარჯვებული კანდიდატი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტომ პრაისის ადგილს დაიკავებს, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მდივნად წაიყვანა.

რესპუბლიკელები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამ არჩევნებს საკუთარი ძალების გამოცდად აფასებენ. დემოკრატებს კი, კონგრესში თანდათან უმრავლესობის მოპოვება და ძალთა დაბალანსება სურთ. არჩევნებისადმი მაღალ ინტერესს ორივე პარტიის მხრიდან მიმდინარე კამპანიის სიძვირეც ადასტურებს. კამპანიები რეკორდული თანხა, 50 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. 1979 წლიდან მოყოლებული, ჯორჯიის შტატს კონგრესში რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG