ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიის შტატში პრეზიდენტის 100 დღეს ხმას მისცემენ


კარენ ჰანდელი, რესპუბლიკელი კანდიდატი
კარენ ჰანდელი, რესპუბლიკელი კანდიდატი

დემოკრატებმა, ჯორჯიის შტატში რესპუბლიკელთა წინააღმდეგ პატარა გამარჯვება მოიპოვეს. პარტიის კანდიდატმა ჯონ ოსოფმა ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო იმისთვის, რომ კონგრესის მე-6 საარჩევნო ოლქის არჩევნებში მეორე ტურში გასულიყო.

აღნიშნული არჩევნები განიხილება, როგორც მოსახლეობის მხრიდან ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის შეფასება. აღნიშნული ოლქი ტრადიციულად რესპუბლიკელებისკენ იხრებოდა. იქ არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ტომ პრაისმა ოფისი დატოვა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა - ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

ჯორჯიის არჩევნები, ტრამპის საწინააღმდეგო განწყობების ტესტია და ასევე, აჩვენებს პრეზიდენტის შესაძლებლობას შეინარჩუნოს რესპუბლიკელი ამომრჩევლის მხარდაჭერა. აღნიშნულ ოლქში დემოკრატებს 1979 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ.

ოსოფი არჩევნების მეორე ტურში რესპუბლიკელ კარენ ჰანდელს დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG