ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ჰოლდერის საქმეს განიხილავს


საქმე ეხება დოკუმენტებს იარაღის შესყიდვის თაობაზე

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ხუთშაბათს კენჭს უყრის გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერის კონგრესისადმი დაუმორჩილებლობის საკითხს. კონგრესის საზედამხედველო და სამთავრობო რეფორმების კომიტეტმა გასულ კვირას მოიწონა რეკომენდაციები, რომელიც კონგრესის ქვედა პალატის მიერ განსახორციელებელ ზომებს შეეხება. საქმე ეხება იუსტიციის დეპარტამენტის უარს კონგრესის კომიტეტის მოთხოვნაზე წარმოადგინონ დოკუმენტები საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციისთვის იარაღის შესყიდვის თაობაზე. აღნიშნული ოპერაცია მექსიკაში ადგილობრივი ნარკოკარტელების წინააღმდეგ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG