ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საარჩევნო რეგულაცია იცვლება


აშშ-ს კონგრესი უზენაესი სასამართლოს დადგენილების შეცვლასთან დაკავშირებით კანონ-პროექტს ამზადებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:22 0:00
ბმული

მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თავის დადგენილებით 1965 წელს ამომრჩეველთა უფლებების შესახებ მიღებული აქტის მთავარი ორიენტირის მნიშვნელობა გააუფასურა, შეერთებული შტატების კანონმდებლები მსჯელობას მართავენ იმაზე თუ როგორ უზრუნველყონ თანაბარი და თავისუფალი საარჩევნო გარემო.


დემოკრატი კონგრესმენი ჯონ ლუისი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში ცოცხალ ლეგენდად ითვლება. ჯერ კიდევ 1965 წელს ახალგაზრდა ჯონ ლუისმა ალაბამის შტატის ქალაქ სელმადან, საპროტესტო მსვლელობა მოაწყო შავკანიანთა საარჩევნო უფლებების დასაცავად, რათა შეწყვეტილიყო ორგანიზებული კამპანია მათ წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლება შავკანიან მოსახლეობას საარჩევნო რეგისტრაციის ნებას არ ძლევდა. პროტესტი ასევე პოლიციელების მხრიდან ზოგჯერ სასიკვდილო მასშტაბის რეპრესიების წინააღმდეგაც იყო მიმართული.

შტატის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, ყველა თეთრკანიანი, მათგან ზოგიერთი პოლიციელი, რომელიც პატრულს ცხენით ახორციელებდა, დემონსტრანტებს ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა.

ამ შეტაკებამ ხალხში შოკი გამოიწვია. რამდენიმე თვის შემდეგ კი კონგრესმა მიიღო საარჩევნო უფლებების შესახებ აქტი, რომელიც კრძალავს ისეთ ბარიერებს რომლებიც“ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს კანის ფერის ან რასის გამო უკრძალავდა ან უზღუდავდა არჩევნებში მონაწილეობას.
სენატის იურიდიულ კომიტეტში გამოსვლისას, ამ კვირას კონგრესმენმა ლუისმა აღნიშნა, რომ 1965 წლამდე ბევრ სამხრეთ საგრაფოში დარეგისტრირებული შავკანიანი ამომრჩევლის რაოდენობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. თუმცა სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა აცხადებს კონგრესმენი.

ჯონ ლუისი: არის მიზანმიმართული, სისტემატიური მცდელობები რომ საარჩევნო გარემო შეზღუდული იყოს. დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა ბევრი ადამიანისთვის ისევ სირთულეებთან არის დაკავშირებული.


გასულ თვეს უზენაესმა სასამართლომ ამომრჩეველთა უფლებების შესახებ აქტში ის პუნქტი გააუქმა, რომელიც შტატებს არჩვნებში რეგისტრაციისას დამატებით შემოწმებას ავალდებულებდა. ამ შტატებს ფედერალური ნებართვა სჭირდებოდათ რომ საარჩევნო რეგულაცია შეეცვალათ.


სასამართლომ დაადგინა, რომ კრიტერიუმები რომლის მიხედვითაც ზოგიერთ შტატში დამატებით საარჩევნო კონტროლის განსაზღვრა ხდებოდა, მოძველებულია. 1965 წლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა.
ახლა უკვე კონგრესს შეეძლება ამ თემაში კიდევ ერთხელ ჩაერიოს. სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი პატრიკ ლიჰი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.


პატრიკ ლიჰი: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფალ საარჩევნო გარემოს ადამიანები ეწირებიან. ამერიკელების უფლება არ უნდა შეიზღუდოს სხვადასხვა შტატებში არსებული ადგილობრივი კანონების გამო.

გასულ წლებში სხვადასხვა შტატების მიერ გარკვეული მცდელობები იყო იმისთვის, რომ ხმის მიცემის დროს საარჩევნო ურნებთან შემოეღოთ მკაცრი საიდენტიფიკაციო მოთხოვნები, რაც არახელსაყრელი პირობა იყო მიუსაფარი და უმწეო ამომრჩევლისთვის. გასული წლის ნოემბერში, ფლორიდის შტატში ძირითადად შავკანიანი მოსახლეობის სიმრავლით გამორჩეულ უბნებში გრძელი საარჩევნო რიგები იდგა.


ამომრჩეველთა უფლებების აქტის საკანონმდებლო გადახედვას შეიძლება ითქვას რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი ხელმძღვანელი ჯეიმს სენსენბრენერი ამ თემაზე საუბრობს.


ჯეიმს სენსენბრენერი: ამჟამად კონგრესი ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. მისი თქმით, ისევ იკრიბება ყველა იმისთვის, რომ ამომრჩეველთა უფლებების აქტის დაცვა შეძლონ. ეს უნდა მოხდეს ახალი ფორმულის შემუშავების საფუძველზე, რომელიც შეიფუთება ახალი იურიდიული მომენტებით და უკანასკნელი საარჩევნო შედეგებით. კონგრესმენებს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ, და ჩვენ ვიცით ამის თაობაზე.

კონგრესს მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, აცხადებს ლოიოლას იურიდიული სკოლის პროფესორი ჯასტინ ლევიტი, რომელიც აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილება არ ნიშნავს იმას, რომ დამატებითი საკანონმდებლო ბრძოლა შეუძლებელია.

ჯასტინ ლევიტი: ამ დადგენილებით ის არ თქმულა, რომ ხმის მიცემის დისკრიმინაციის პრობლემა მოგვარდა. მას არ შეუცვლია მთავარი, რომ ამერიკის კონსტიტუციის მეთხუთმეტე შესწორებას ამერიკის კონგრესზე უმაღლესი გავლენა აქვს.


ამერიკის კონსტიტუციის 1870 წელს რატიფიცირებული 15-ე შესწორება რასისა და კანის ფერის მიუხედავად პიროვნების საარჩევნო უფლებას იცავს. შესწორების თანახმად, კონგრესს აქვს ძალაუფლება, რომ ამ კანონმდებლობის მიხედვით იხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG