ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ციხიდან ოჰაიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს


22 წლის ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 17 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, სახლში ბრუნდება.

ოტტო ვარმბიერი, გუშინ საღამოს, ოჰაიოს აეროპორტში დასვებისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მშობლების თქმით, ვარმბიერი კომაშია. ისინი ამბობენ, რომ წელიწადზე მეტია, რაც მათი ვაჟი ამ მდგოამრეობაში იმყოფება და ეს გათავისუფლებაზე მეტად „სამედიცინო ევაკუაცია“ იყო.

ჩრდილოეთ კორეამ ვარმბიერს, ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტს, 15 წლიანი პატიმრობა „პროპაგანდისტული პოსტერის მოპარვის მცდელობისთვის“ მიუსაჯა.

მისი მშობლები ამბობენ, რომ გასულ წელს მარტში გამართული სასამართლოს შემდეგ მას მალევე საძილე აბები მისცეს. რის შემდეგაც არ გაუღვიძია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ვარმბიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მასთან კონტაქტი სწორედ გასული წლის მარტის შემდეგ არ ჰქონიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG