ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიელი მეამბოხეების დახმარებას შეაჩერებს


დაზვერვის ცენტრალური სააგენტო
დაზვერვის ცენტრალური სააგენტო

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეჩერდება დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს პროგრამა, რომელიც სირიელ მეამბოხე ჯგუფებს წვრთნიდა და იარაღით ამარაგებდა.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერთი თვის წინ იყო მიღებული, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების მდივანს ჰ.რ. მაკმასტერსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორს მაიკ პომპეოს შეხვდა.

თეთრი სახლის სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა ოთხშაბათის ბრიფინგზე უარი თქვა ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი გაეკეთებინა.

აღნიშნული ზომა ძალაში 2013 წელს შევიდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, რომელიც მიზნად ისახავდა ზომიერი მიმართულების სირიელი მეამბოხეების დახმარებას პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან ბრძოლაში. ამავდროულად, აღნიშნული ზომით გათვალისწინებული იყო, რომ ზეწოლა მოხდებოდა სირიის მთავრობაზე მოლაპარაკებები დაეწყო სამოქალაქო ომის დასასრულებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG