ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ჩინეთი ტარიფებით "ომის" პრობლემის მოგვარებას ცდილობენ


ამერიკის და ჩინეთის პრეზიდენტები ივნისში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე

პეკინი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში მთავრობის ოფიციალურ პირს აგზავნის, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად, მაღალი დონის სავაჭრო მოლაპარაკების მომზადებაზე იმუშავებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაო მინი ვაშინგტონში ოთხშაბათს ჩავა და შეხვედრებს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავს.

სავაჭრო მოლაპარაკებებიის მიზანია მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, ე.წ. ტარიფების ომით შექმნილი პრობლემების მოგვარება. მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში იგეგმება.

გადაწყვეტილება სავაჭრო მოლაპარაკების განახლების შესახებ თვის დასაწყისში იქნა მიღებული. ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკება ბოლოს ივლისში გაიმართა, თუმცა შეხვედრაზე რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ 15 ოქტომბრამდე შეაჩერებს სავაჭრო ტარიფებს $250 მილიარდის ჩინურ საქონელზე. მორიგი რაუნდის დაწესების დღედ 1 ოქტომბერი იყო გამოცხადებული. ჩინეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა, მოუხსნა რა ტარიფები ამერიკულ იმპორტს სოიოზე, ღორის ხორცზე და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG