ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინურ საქონელზე ახალი ტარიფები ძალაში შევიდა


შეერთებული შტატების და ჩინეთის მიერ, ერთმანეთის საქონელზე დაწესებული, ურთიერთ-სამაგიერო ტარიფების ახალი წყება ძალაში დღეს შევიდა.

ამ თვის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 16 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 25 პროცენტიან ტარიფს დააწესებდა. ეს ივლისის დასაწყისში, 34 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებულ, 25 პროცენტიან ტარიფზე დამატება იქნებოდა. პეკინმაც არ დააყოვნა და ორივე შემთხვევაში, სამაგიეროს გადახდის მიზნით, იგივე პროცენტული ტარიფები შემოიღო.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც აკრიტიკებს შეერთებული შტატების ტარიფებს, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დარღვევას და ამბობს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესაბამისად, იურიდიულ დავას წამოიწყებს.

ტარიფების ახალი რაუნდი, ვაშინგტონში ორი ქვეყნის წარმომადგენლების ორდღიანი შეხვედრის მომდევნო დღეს შევიდა ძალაში. შეხვედრა დავის გადასაწყვეტად იყო გამიზნული. ივნისის შემდეგ, ეს პირველი ასეთი მოლაპარაკება იყო.

გასულ კვირაში, პრეზიდენტმა ტრამპმა „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მოლაპარაკებებიდან დიდ პროგრესს არ ელის.

XS
SM
MD
LG