ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი კრუზი და გუბერნატორი აბოტი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდნენ


ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ჰიუსტონის ერთ-ერთ სასტუმროში

ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინ-ვენის, შეერთებული შტატების სენატორ ტედ კრუზთან და ტეხასის გუბერნატორ გრეგ აბოტთან შეხვედრიდან მეორე დღეს, ჩინეთმა განაცხადა, რომ ტაივანის ლიდერებსა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შორის ყოველგვარი კონტაქტის წინააღმდეგია.

დღეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი ისეთი აქტიურობის წინააღმდეგია, რომელიც „ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობას ხელს უშლის და აზიანებს.“

შეხვედრა ჰიუსტონში შედგა, სადაც ცენტრალური ამერიკისკენ მიმავალი ტაივანის პრეზიდენტი შეჩერდა.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კრუზმა თქვა, რომ ჰიუსტონის კონგრესის დელეგაციამ ჩინეთის საკონსულოსგან, მისი სიტყვებით, „უცნაური“ წერილი მიიღო, რომლითაც სთხოვდნენ შეხვედრა არ შემდგარიყო.

კრუზმა თავის განცხადებაში თქვა: „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ უნდა გაიგოს, რომ ამერიკაში სტუმრებთან შეხვედრის გადაწყვეტილებებს ჩვენ თვითონ ვიღებთ. ჩინელები ჩვენ არ გვაძლევენ ვეტოს უფლებას იმაზე, თუ თვითონ ვის ხვდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერთან შეხვედრას, ტაივანელების ჩათვლით, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლით.“

XS
SM
MD
LG