ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანი ჩინეთთან გაერთიანებაზე დიალოგს იწყებს


ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში მოსახლეობა საპროტესტო დემონსტრაციას მართავს

ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ითხოვს წინასაარჩევნოდ დადებული პირობის დარღვევის გამო, რომლის თანახმადაც მას ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებაზე დიალოგი არ უნდა დაეწყო.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტაივანის პრეზიდენტი მა ინგ-იუ აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შაბათს პირისპირ შეხვდება. ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები 1949 წლის შემდეგ ერთმანეთს არ შეხვედრიან.

ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მა-ს იმპიჩმენტსაც ითხოვს იმის გამო, რომ მეორე ვადით არჩევამდე მან პირობა დადო, რომ ჩინეთის ლიდერებს არ შეხვდებოდა და მათთან გაერთიანების თემაზე დიალოგს არ დაიწყებდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

.

XS
SM
MD
LG