ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩინეთზე სავაჭრო სანქციების დაწესებას აპირებს


შეერთებული შტატების პრეზდიენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომლის მიზანიც “ჩინეთის ეკონომიკურ აგრესიასთან გამკლავებაა”, რამაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი გამოიწვიოს.

ამერიკის სავაჭრო სანქციები პასუხია ჩინეთის მიერ ამერიკული კომპანიების არაკეთილსინდისიერად ჩინეთში გადაყვანაზე. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი ამერიკის ერთპიროვნულ სანქციებს ეწინააღმდეგება და იმედოვნებს, რომ მხარეები ურთიერთსასარგებლო გამოსავალს დიალოგის მეშვეობით მიაღწევენ.

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ერთთვიანმა გამოძიებამ პეკინის მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვალდებულებების დარღვევები გამოავლინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG