ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ხმის არანორმალური შეგრძნების“ გამო აშშ-მ გაფრთხილება გამოსცა


დღეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩინეთში მყოფი ამერიკელი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის საკითხზე გაფრთხილება გამოსცა. ქალაქ გუანჯოუში შეერთებული შტატების მთავრობის თანამშრომელმა, „ოდნავ შესამჩნევი და გაურკვეველი, მაგრამ ხმის და წნევის არანორმალური შეგრძნება“ განიცადა.

პეკინში შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ თანამშრომელი გამოკვლევისთვის ამერიკაში დააბრუნეს და მას ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.

გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც „უჩვეულო მწვავე ბგერით ან შეგრძნებით ფენომენს განიცდის, რომელსაც თან უჩვეულო ბგერები ან გამჭოლი ხმაური ახლავს“, ხმაურის წყაროს ძებნა არ უნდა დაიწყოს და ისეთ ადგილზე უნდა გადაინაცვლოს, სადაც ეს ხმაური არ იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG