ჩინეთი უცხოეთის ქვეყნებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ აფრთხილებს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოაქვეყნა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა აზიაში ქმნის დაძაბულობას და აძლიერებს სამხედრო ალიანსებს, ასევე აფართოვებს თავის სამხედრო მზადყოფნას. მართალია, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კონკრეტულად არცერთი ქვეყანა არ დააასახელა, თუმცა, გაიმეორა ბრალდება ვაშინგტონის მიმართ, რომ შეერთებული შტატების ქმედება ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას.
„სამხედრო დღის წესრიგის გაძლიერებისთვის და გაფართოვებისთვის, ასევე ალიანსების გაძლიერებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც არ პასუხობს დროს მოთხოვნებს და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას,“ - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა იანგ იუჯინმა.