ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის თანამონაწილეობა მსოფლიო მოვლენებში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩინეთს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში, კონსტრუქციული როლის შესრულებისაკენ მოუწოდა.

ქალბატონმა კლინტონმა ეს განცხადება პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის 1972 წელს ჩინეთში ვიზიტის მეორმოცე წლისთავის აღნიშვნის ცერემონიაზე გააკეთა. მისი თქმით „არაერთ სფეროში ჩინეთს სურს გათვალისწინებული იყოს მისი ძალა, რაც სავსებით გასაგებია. ამასთანავე, მსოფლიო ჩინეთისაგან ადეკვატურ თანამონაწილეობას მოელის.“

ქალბატონმა კლინტონმა, მაგალითისათვის, სირიის საკითხზე, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ უთანხოებას გაუსვა ხაზი.

XS
SM
MD
LG