ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ შეიარაღება მიაწოდა ტაივანს


აშშ-მ შეიარაღება მიაწოდა ტაივანს
აშშ-მ შეიარაღება მიაწოდა ტაივანს

ჩინეთი ვერ ფარავს აღშფოთებას შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო.

წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების მთავარსარდალის ადმირალ რობერტ ვილარდის განცხადებით ეს გარიგება ამ რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევას არ შეუწყობს ხელს, რადგან ჩინეთი უფრო ძლიერია ვიდრე ტაივანი.

ამერიკამ 5,85 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა ტაივანს მისი სამხედრო-საჰაერი ფლოტის განახლების მიზნით, რომელიც F-16 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებისგან შედგება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰონგ ლის განცხადებით:“ ვაშინგტონმა თავი უნდა შეიკავოს ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევისგან და შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება.“

XS
SM
MD
LG