ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან


შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან

შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. ჰუ ჯინტაო ამერიკას ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით მომავალ კვირას ეწვევა. დღეს კი შეერთებული შტატების სახელმწფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე სახელმწიფო ხედვას გაახმოვანებს. ჰუ ჯინტაო და ბარაკ ობამა მომავალ კვირას საკითხთა მთელ ნუსხას განიხილავენ, რომლის ცენტრალური თემები ვაჭრობა, ადამიანის უფლებები და ჩრდილოეთ კორეა იქნება. კვირის დასაწყისში შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა ტიმოთი გეიტნერმა ჩინეთს ვალუტის და სავაჭრო პოლიტიკის რეფორმის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG