ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრუდო და ტრამპი ახალ სავაჭრო შეთანხმებას განიხილავენ


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ვაშინგტონს სტუმრობს. დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მთავარი თემა სხვა საკითხებთან ერთად, ის ახალი სავაჭრო შეთანხმება იქნება, რომლის რატიფიცირებაც გუშინ მექსიკის პარლამენტმა მოახდინა. შეთანხმება ამერიკასთან და კანადასთან სავაჭრო ურთიერთობის საკითხებს არეგულირებს.

ოთხშაბათს მექსიკის პარლამენტმა 114 ხმით 4-ის წინააღმდეგ ამერიკა-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. მექსიკა ამ სამი ქვეყნიდან პირველია, რომელმაც ახალი შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა. ეს შეთანხმება 1994 წლის ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, რომელსაც ნაფტა-ს სახელით იცნობდნენ.

დონალდ ტრამპი ნაფტას გამუდმებით აკრიტიკებდა და მოიხსენიებდა, როგორც "ყველაზე საშინელ შეთანხმებას, რომელიც ოდესმე გაფორმებულა". ის ამბობდა, რომ ამ შეთანხმებამ ამერიკელ ხალხს სამუშაო ადგილები წაართვა და მექსიკას ეს და სხვა უპირატესობები დაუთმო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG