ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებას კონგრესიც ეთანხმება


შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჩინეთს სავაჭრო ტარიფები კიდევ გაუზარდოს, უკვე კონგრესიც ეთანხმება. მექსიკის საკითხისგან განსხვავებით, ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმებიან, რომ ჩინეთისთვის დამატებითი ტარიფების დაწესება აუცილებელია.

„რაღაც უნდა გავაკეთოთ ჩინეთთან დაკავშირებით, თორემ 10-15 წლის შემდეგ, ამერიკას აღარ ექნება ძლიერი ეკონომიკა“ - თქვა სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

„ჩვენ ვერ ავიტანთ, რომ მოიპარონ ჩვენი იდეები და ტექნოლოგიები და ჩვენ ვერ ავიტანთ, რომ უსამართლო შეჯიბრში ჩვენს ხალხს სამუშაო ადგილები მოპარონ“ - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა, რესპუბლიკელმა აიდაჰოდან.

„ვიცი, რომ რასაც ვიტყვი ჩემ ზოგიერთ კოლეგას გააკვირვებს, მაგრამ მე ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს ჩინეთისთვის გადასახადების დაწესების საკითხში,” თქვა დემოკრატმა ბობ მენენდესმა.

კონგრესში პირველ გამოსვლაში პრეზიდენტის ტრამპმა ჩინეთს ბრალი დასდო ასობით ამერიკული ქარხნის დახურვაში, რაც პეკინთან დღემდე განხილვისა და დაპირისპირების თემაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG