ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ტეხასის სასუქის ქარხანაში


აფეთქების დროს დაიღუპა სულ ცოტა 5 ადამიანი

ტეხასის შტატის ხელისუფლების განცხადებით, სასუქის ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა სულ ცოტა 5, მთლიანობაში შესაძლოა 15 ადამიანი.
ტეხასში, ქალაქ ვაკოს პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 160 აღწევს. აფეთქებისას გაჩენილი ცეცხლი ქალაქ ვესტში, ქარხნის შორიახლოს მდებარე სამოცდაათხუთმეტამდე საცხოვრებელ სახლს მოედო და მძიმე დარტყმა მიაყენა შენობებს.
ტეხასის პოლიციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენელი ამბობს, რომ აფეთქების პერიმეტრში იმყოფებოდა და რომ ახლო მომავალში დაზიანებული სახლების დათვალიერებას პირადად აპირებს. მისი თქმით, აფეთქება მართლაც მასშტაბური იყო, ისე როგორც ოკლაჰომა სიტიში, მიურეის ადმინისტრაციული შენობის აფეთქების ან ერაყში მიმდინარე დაბომბვების დროს ხდება ხოლმე.
ქალაქ ვესტში ევაკუირებულია 2 800 მდე ადამიანი, მათ შორის არის ხანდაზმულთა ჰოსპისის 100 რეზიდენტი.
სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.

პოლიციის ცნობით, ძნელია დანგრეულ შენობებში გადარჩენილთა ზუსტი რაოდენობის დასახელება.

ამ წუთებში დაკარგულად ითვლება ორი მეხანძრე, რომლებიც ინციდენტის ადგილას გაჩენილი ხანძრის დროს ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ტეხასის ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს აფეთქების დეტალების დასახელებისგან. გუბერნატორ რიკ პერის განცხადებით, მობილიზებულია შტატის რესურსები რათა რაიონებში ადგილობრივ თანამშრომლებს დახმარება აღმოუჩინონ.
XS
SM
MD
LG