ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუსტიციის მდივანი: "ასანჟის დაპატიმრება პრიორიტეტია"


ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის შენონობის აივანზე 14 ნოემბერი, 2016წ

შეერთებული შტატების იუსტიციის მდივანი ჯეფ სეშენსი აცხადებს, რ ომ ვებ-გვერდ “ვიკილიქსის” დამფუძნებლის - ჯულიან ასანჟის დაკავება პრიორიტეტია.

სეშენსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობა ავსტრალიელი მამხილებლის წინააღმდეგ ახალი ბრალის წაყენებას აპირებს.

ტეხასის ქალაქ ელ პასოში საუბრისას სეშენსმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი აძლიერებს ძალისხმევას იმ მამხილებლების წინააღმდეგ, რომლებიც მედია საშუალებებს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიან.

გასულ თქვეს ვიკილიქსმა 8 000 დოკუმენტი გამოაქვეყნა, მათ შორისაა ცნობები იმის თაობაზე, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტო უკანონოდ ახორციელებდა მიყურადებას ტელევიზორების, კომპიუტერების და მობილური ტელეფონების გამოყენებით.

ამერიკის მთავრობა ასანჟის საქმეს 2010 წლიდან იძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG