პოსტიდან მიმავალმა თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ მოხსნა აკრძალვა, რომელიც საბრძოლო პოზიციებზე ქალების სამსახურს ეხებოდა. არმიაში და საზღვაო ქვეითებში, რომლებიც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, ქალებისთვის ვაკანსიები 15 მაისის შემდეგ გამოცხადდება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფ სვიკორდი არკვევდა.
პანეტას გადაწყვეტილებამ, რომელიც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთა რეკომენდაციებს ეყრდნობა, ბევრის გაკვირვება გამოიწვია. (8)
„სამხედრო მოსამსახურე ქალებს საბრძოლო რეალობებთან შეჯახება მოუხდათ, მათ დაამტკიცეს ბრძოლის სურვილი და ის რომ მზად არიან თავი გაწირონ თანამებრძოლთათვის,“ (14)
გადაწყვეტილების მიღებამდე ძალაში იყო 1994-ე დირექტივა, რომელიც ქალებს საბრძოლო როლის შესრულებას უკრძალავდა.
ვეტერანი ქალების ორგანიზაცია აცხადებს, რომ დადგა დრო პენტაგონმა თანამედროვე საბრძოლო რეალობები გაითვალისწინოს.
მათი თქმით, ქალები ერაყსა და ავღანეთში ხშირად კაცებთან ერთად საბრძოლო ვითარებებში მონაწილეობდნენ, თუმცა მათ ეს დამსახურებაში არ ჩათვლიათ. გადამდგარი ბრიგადის გენერალი ვილმა ვოტი სამხედრო ქალების ორგანიზაციას ხელმძღვანელობს (36)
„1990-91 წლებში ჩვენ რეალურად ჩავთვალეთ რომ ფრონტის ხაზი აღარ არსებობდა. და იმ ტიპის სიტუაციაში რომ ყოფილიყავით, ნახავდით, რომ ომი იყო ყველგან. ქალები იყვნენ ჩართული ბრძოლებში. ჩვენს დანაყოფებში ქალების ყოფნა აუცილებელი იყო“ (28)
თუმცა ზოგიერთი ვეტერანი ფიქრობს, რომ ეს არც თუ კარგი იდეაა. გადამდგარი გენერალ ლეიტენანტი ჯერი ბოიკინი ამბობს, რომ ეს სარდლობისთვის იოლი ტვირთი არ იქნება, რადგანაც ხელმძღვანელობა მუდამ ცდილობს მისიის წარმატებას და საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებას. (16)
„არ არის დაცული პრივატულობა. ხშირად არ არის პირადი ჰიგიენის დაცვისთვის შესაბამისი გარემო. ეს კი სარდლობისთვის დამატებითი საფიქრალი ხდება ქალების ყოლის შემთხვევაში“ (15)
პენტაგონის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონმდებლები და სამოქალქო უფლებების დამცველები ყოვლისმომცველ სამხედრო სამსახურზე ამახვილებენ ყურადღებას. სამხედრო ქალების ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პენტაგონის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა და ამ აკრძალვის გამო უწყება ქალთა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. (20)
„აღნიშნული აკრძალვა ქალთა სამხედრო სამსახურში დაწინაურებას ართულებდა “
მთავარი ცვლილება არმიას და საზღვაო ქვეითებს შეეხებათ, სადაც აქამდე პოზიციების 25 პროცენტი ქალებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.