ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსონი ყველაზე ძვირადღიებული კომპანია გახდა


პირველობა მას კომპიუტერებისა და სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია "ეფლმა" დაუთმო

კომპიუტერებისა და ეგრეთწოდებული, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია "ეფლმა" ნავთობმწარმოებელ კომპანია "ექსონს" პარასკევს პირველობა დაუთმო. ექსონმა ყველაზე ძვირდაღირებული კომპანიის ადგილი მოიპოვა.

ახალი აიფონ 5-ის გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, "ეფლის" აქციების ფასმა ეტაპობრივი კლება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა აიფონმა დიდი მოგება მოუტანა კომპანიას. ინვესტორბი ეჭვის თვალით უყურებენ კომპანიას, მას შემდეგ რაც ეფლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა. "ეფლის" შემოსავლების შემცირებას ასევე ამ სფეროში მაღალ კონკურენციას უკავშირებენ.

აქციების ფასის ვარდნამ გამოიწვია "ეფლის" კაპიტალის შემცირება 200 მილიარდი დოლარით და ახლა ის შეადგენს 412 მილიარდ დოლარს, ექსონის საბაზრო კაპიტალი კი 417 მილიარდ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG