ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩი დეგნანი: ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

„ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში,“ განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. მან ეს განცხადება აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფერ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა. ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 31 ოქტომბერის არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

მსურს ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში.

„მსურს ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებსა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა,“თქვა დეგნანმა.

ელჩმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს ნახოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ატარონ ნიღბები, დაიცვან სოციალური დისტანცია და პანდემიის გავრცელების შესაკავებელი ამ მეთოდების გამოყენებით, უსაფრთხოდ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად.

„მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან,“ - თქვა ელჩმა.

შეერთებული შტების ელჩი აცხადებს, რომ ამერიკა რომელიმე კონკრეტული პარტიას ან პოლიტიკოსს მხარს არ უჭერს. ამერიკა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს სცემს პატივს და არჩევნების შემდეგ სურს სწორედ ეს იხილოს.

„ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ვინ უნდა, რომ მართოს მათი ქვეყანა. აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი, ფავორიტი პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG