ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩი დეგნანი: გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას


"რადიო თავისუფლების" ფოტო

გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად მოხდეს საარჩევნო რეფორმით მიღებული კანონის აღსრულება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება," - განაცხადა ელჩმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG