ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ახალი ელჩი ჩინეთში


ელჩი ჩინეთში გავლენიანი სენატორი მაქს ბოკასი იქნება

შეერთებული შტატების ახალი ელჩი ჩინეთში გავლენიანი სენატორი მაქს ბოკასი იქნება. ვაშინგტონს და პეკინს შორის გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე ბოკასი ამერიკის ყველაზე რთულ დიპლომატიურ პოსტს გადაიბარებს. ვეტერანი კანონმდებელი ჩინეთთან წინააღმდეგობებით მოცულ სავაჭრო ურთიერთობებში მტკიცე პოზიციით არის ცნობილი.

სენატის წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტი ობამა ელჩის ნომინაციას ოფიციალურად ხვალ გამოაცხადებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, იმის მიუხედავად, ვინ გახდება შეერთებული შტატების ელჩი, ვალდებული იქნება ორ ქვეყანას შორის ჯანსაღი ურთიერთობის განვითარებაზეიზრუნოს.

მონტანის შტატის სენატორი მაქს ბოკასი 72 წლისაა და ამჟამად სენატის ფინანსურ კომიტეტში მსახურებს. მან უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 2014 წელს შეერთებული შტატების სენატს დატოვებს.
XS
SM
MD
LG