შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანელი სამხედროების წვრთნასა და თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებაში ამერიკის მეტი ჩართულობა დაამტკიცა.
ახალი გეგმა, რომელსაც წინ რამდენიმე თვიანი დებატები უძღოდა, საჭიროების შემთხვევაში თალიბანის წინააღმდეგ მეტ საჰაერო შეტევებს, და ზოგადად, ამერიკული ძალების ავღანეთთან მეტ თანამშრომლობას მოიცავს, თუმცა ის ავღანეთში ამერიკელი ჯარების გაგზავნას არ ითვალისწინებს.
ობამას ახალი გეგმა ავღანეთში ამერიკის როლს და ჩართულობას ცვლის, ის 6 თვით უსწრებს ავღანეთში 9800 ამერიკელი ჯარისკაცის 5500-მდე შემცირებას, რაც ობამას განცხადებით 2017 წელს უნდა მოხდეს.
გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ავღანეთის 3500-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა და 7500-მდე დაშავდა. მათი უმეტესობა თალიბანის მოქმედებებს შეეწირა.