ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი სამხედროებს ემშვიდობება


გეითსი სამხედროებს ემშვიდობება
გეითსი სამხედროებს ემშვიდობება

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ემშვიდობება. ის დღეს პაქტიკას პროვინციაში ჩაფრინდა, სადაც ამერიკელი სამხედროების ბაზას ეწვია. ეს პროვინცია პაკისტანის ესაზღვრება და საკმაოდ სახიფათო ტერიტორიად არის მიჩნეული. რობერტ გეითსი თანამდებობას ამ თვის ბოლოს დატოვებს. ის სამხრეთ ავღანეთს გუშინ ეწვია და ყანდაჰარის და ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ბაზები მოინახულა. გეითსის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანა ძალიან მალე დაიყება და პირველ ეტაპზე ქვეყანას არა საბრძოლო, არამედ დამხმარე ნაწილები დატოვებენ.

XS
SM
MD
LG